რეგისტრირებულია: პარასკევი, 18 იანვარი 2013 წ. 19:47
შეტყობინებები: 5
აქ დიაგნოზტიკა ჩავიტარე და ეს მომივიდა:დიაგნოზი1. თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილში სისხლძარღვები შევიწროებული და სისხლის მიმოქცევა დარღვეული;2. ჰიპოთალამუსი ზომებში გადიდებულია, რაც იწვევს ემოციურ ფონს;3. ორივე თვალის კუნთები მოდუნებული;4. ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული, მარცვლოვანი ჩანართები მარცხენა მხარეს (ესეცაა მაღალი ემოციების შემქმნელი);5. მარცხენა მკერდში დვრილოვანი გაფართოება, რომელიც მწვავდება ციკლის დროს და აისახება ტკივილის სახით იღლიის ფოსოში;6. ოქსტეოქონდროზი;7. კუჭის დაბალი მჟავიანობა;8. დისბაქტერიოზი;9. ორივე თირკმლის ზედა ჯირკვალი შეკუმშულია, რის გამოც ვერ ხერხდება კონტროლი სტრესის ჰორმონის;10. საშვილოსნოს ყელი გადახრილია მარცხენა მხარეს;11. მარცხენა საკვერცხე ანთებითი;12. B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, რაც ასევე იწვევს მაღალ ემოციურ ფონს. (ბენევრონი ვსვი, როგორც თქვენ მირჩიეთ და უკეთესობაც ვიგრძენი, მაგრამ ეხლა ყველაპერი თავიდან დაიწყო :((( )
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 19 აგვისტო 2008 წ. 12:37
შეტყობინებები: 76
პასუხი marjgii-ს
როგორც ამ დიაგნოზიდან ჩანს, საკმაოდ სერიოზულად და კომპლექსურად ხართ სამკურნალო. მარტო ბენევრონ BF-ით რა თქმა უნდა ვერ მორჩებოდით, ასეთი სერიოზული პრობლემების პირობებში.
გირჩევთ ან მიმართოთ რომელიმე მაღალ ხარისხიან კლინიკას კომპლექსური მკურნალობისთვის, ან ისევ იმათ, ვინც დიაგნოზი დაგისვათ, თუ ისინი აგიყვანენ.