რეგისტრირებულია: სამშაბათი, 12 თებერვალი 2013 წ. 00:59
შეტყობინებები: 1
ენდომეტრიუმის კედლის სისქე მე-13-14 დღეს 8 მმ-ზე მეტს არ სქელდება, რამდენად შესაძლებელია ამ დროს დაორსულება? არის თუ არა შესაძლებელი ხალხური ან ტრადიციული მედიცინით მისი მკურნალობა. ასევე მაინტერესება ფოლეკულის სტიმულაციისათვის ხალხურ მედიცინაში რა საშუალებები გამოიყენება. და თუ ასეთი რეცეპტები არსებობს ხალხურ მედიცინაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ,როგორ ენდომეტრიუმის ასევე ფოლეკულის სამკურნალოდ.
1. ენდომეტრიუმი უნდა იყოს არანაკლებ 11 მმ დაორსულებისათვის;
2. ხალხურ მედიცინაში არის საკმაო საშუალებები ენდომეტრიუმის როგორც გასქელებისთვის ასე ზედმეტად გასქელებული ენდომეტრიუმის გათხელებისთვის;
3. ასევეა ფოლეკულის სტიმულაციის მიმართებაშიც.
რეცეპტები ასე ბრმად არ ინიშნება, უნდა იქნას გამოკვლეული სხვა პოზიციებიც ორგანიზმში და მკურნალობაც კომპლექსურად უნდა დაინიშნოს. ერთი-ორი ტაბლეტით ეს არ რჩება!!!
გამოსავალი:
- მიმართეთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს სამედიცინო კლინიკაში,რომ მათ კომპლექსური გამოკვლევაჩაგიტაროთ და იქიდან გამომდინარე დაგინიშნონ კომპლექსური მკურნალობა
ან
- გაიარეთ ამ საიტზე დიაგნოსტიკა და თუ ეს შესაძლებელი იქნება (დიაგნოზის ბოლოში მკურნალობის შემოთავაზება უნდა ეწეროს!), ისინი გიმკურნალებენ.
რეგისტრირებულია: კვირა, 16 სექტემბერი 2012 წ. 19:45
შეტყობინებები: 8
გამარჯობათ. წელიწად ნახევარია გათხოვილი ვარ.ორსულობა არ მქონია. ფოლიკულის მონიტორინგიც გავიარე ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. ექიმმა მითხრა შენნაირ ფოლიკულს ხალხი ნატრობსო. მაგრამ მაინც ვერ გავხდი,შემდეგ ავიღე ვირუსებზე ანალიზი. აღმომაჩნდა მიკოპლაზმა და ტოქსოპლაზმა მაღალი მაჩვეენებლით. მაინტერესებს სისხლის გაწმენდით თუ წავა ეგ ვირუსები და თქვენ თუ შეგიძლიათ დახმარება ხალხური რამეთი. აქ ვნახე ორგანიზმის გამწმენდი რეცეპტები და ვიფიქრეე....