ინფექციური მონონუკლეოზი გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. მას ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს. ეს ვირუსი ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის – ჰერპეს ვირიდეს – წარმომადგენელია. ამ ჯგუფში 2000-ზე მეტი სახეობის ვირუსი შედის. ყველა ცხოველს საკუთარი ჰერპესვირუსი ჰყავს, ხოლო ადამიანს – საკუთარი. ადამიანის ჰერპესვირუსების ჯგუფი რამდენიმე ათეულ სახეობას ითვლის. ერთ-ერთი მათგანია ადამიანის ჰერპესვირუსი 4 – ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელსაც ეს სახელი აღმომჩენთა პატივსაცემად ეწოდა. ვინ ინფიცირდება ყველაზე ხშირად ეპშტეინ-ბარის ვირუსით? – ეპშტეინ-ბარის ვირუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. განვითარებად და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქვეყნებში მოსახლეობა ადრეული ბავშვობის ასაკში ინფიცირდება; მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ინფიცირება უფრო მოზრდილ ასაკში ხდება (განსაკუთრებით ინტენსიურად კი სქესობრივი მომწიფების, თინეიჯერულ ასაკში). ადრეული ასაკის ბავშვებში ინფექცია მსუბუქად, ხშირად კლინიკური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, მოზრდილ ასაკში ინფიცირებისას კი უფრო მწვავედ მიმდინარე, კლინიკურად გამოვლენილი ფორმები ვითარდება. მკურნალობა ასე დისტანციურად ვერ განხორციელდება მიაკითხეთ ინფექციონისტს და იმუნოლოგს, სასწრაფოდ უმკურნალეთ ბავშვს!
რეგისტრირებულია: პარასკევი, 13 თებერვალი 2015 წ. 18:54
შეტყობინებები: 1
გამარჯობათ,ოქტომბრის ტვეში გავიკეთე მამოგრაფია შემდეგ ეხო. დიაგნოზი:ლატერალური კვადრანტების საზღვარზე, არეოლასთან,ისახება 12,5-11მმ ზომის დაქვეთებული ექოგენობის სწორ კონტურიანი წარმონაქმნი, ფიბრო ადენომის ტიპის.ფერადი კარინტებით ვლინდება ზომიერი გარე ვასკულარიზაცია. დასკვნა:სავარაუდოდ მარცხენა ს/ჯ ფიბრო ადენომა ერთი კვირის წინ გავიკეთე განმეორებითი ეხო წარმონაქმნი არის ზომით 14-11მმ. არის თუ არა საოპერაციო? თუ მირჩევთ ბიოფსიას. ექიმმა მითხრა: 8მმ_ს ზომისას უკვე საოპერაციოაო.მართალია თუ არა და რა ზომებს მივმართო?