D ვიტამინი და საკვები: D ვიტამინის შემცველობით გამოირჩევა კვერცხის გული, ყველი და თევზის გარკვეული სახეობები: მაგ. ორაგული, სკუმბრია. ორაგულის 180 გრ. შეიცავს D ვიტამინის 600 IU. ასევე D ვიტამინის შემცველობით გამოირჩევა ყოველღიური მოხმარების საკვები პროდუქტები: ფორთოხლის წვენი, სიოის რძე, კარაქი მარცვლოვნები.D ვიტამინის 2 ფორმა: D2 ვიტამინი- ერგოკალციფეროლი შედის სოკოსა და საკვები დანამატების შემადგენლობაში. D3 ვიტამინის- ქოლეკალციფეროლის წარმოქმნა ხდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. ასევე D3 ვიტამინი შედის თევზის და საკვები დანამატების შემადგენლობაში.რა რაოდენობის D ვიტამინია საჭირო ყოველდღიურად?: 1 -დან 70 წლამდე აუცილებელია D ვიტამინის 600 IU/დღეში, 71 წლის ასაკის ზევით მოთხოვნილება შედარებით იზრდება და აღწევს 800 IU/დღეში. თუმცა გასათვალისწინებელია ორგანიზმში D ვიტამინის დონე. დეფიციტის ან უკმარისობის დროს D ვიტამინით მკურნალობა ინიშნება ექიმის მიერ.როგორ უნდა განისაზღვროს D ვიტამინის დონე?: D ვიტამინის განსაზღვრა ხდება მარტივად სისხლის ანალიზით.