რეგისტრირებულია: ორშაბათი, 09 ივლისი 2012 წ. 21:57
შეტყობინებები: 3
ნევროლოგთან ვიყავი გული მაწუხებს დგეში სამჯერ ოთხჯერ შემაწუხებლად მირტყამს რითმის დარღვევით,კარდიოგრამა არ გადამიღო არ არის საჭიროო რადგან იმ დროს გული კარგად მუშაობდა,გამომიწერა ეს წამლები და რას მირჩევტ ყველა მივიღო?ესენია:კოკარნიტი,ტრიმეკორი,ადაპტოლი,კორსიზი,კარდიამაგნილი.ველი თქვენს პასუხს.
რეგისტრირებულია: ორშაბათი, 21 ივლისი 2014 წ. 11:36
შეტყობინებები: 2
მაიკო, სად შეიძლება თქვენი ნახვა? კატეგორიულად ვარიდებ თავს ექიმების მიერ დანიშნულ წამლებს, იმიტომ, რომ ყველა წამალს რაღაც უკუჩვენება აქვს. თვალი გადავავლე თქვენს პოსტებს, რჩევებს, სტატიებს და ფრიად კმაყოფილი დავრჩი, რომ თქვენი ხედვით და ცოდნით ბევრად აღემატებით ექიმების უმრავლესობას, რომლებიც ესევე გვიშვებენ აფთიაქში უამრავი წამლების რეცეპტებით, თითქოს შეკრულები არიან ფარმაცევტულ კომპანიასთან, იქნებ ესეც არის, ვინ იცის...მინდა გითხრათ, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ ქიმიური წამლების. თითოეულ მათგანს ვკითხულობ, ვიძიებ და ვრწმუნდები, რომ ერთ რამეს თუ შველის, დანარჩენ ორგანოებს ნელ-ნელა ანადგურებს. მე მჭირდება ბუნებრივი მკურნალობა. ალტერნატიული საშუალებებით: ორგანიზმის გაწმენდა, ფიტოტერაპია... მე თვითონ ვცდილობ დამოუკიდებლად ჩემი რგანიზმის "მორჯულებას" აქეთ-იქიდან ინტერნეტიდან ამოკითხული და გაგონილით. ისიც მესმის, რომ ორგანიზმის გასუფთავებას სიფრთხილით სჭირდება მიდგომა. მჭირდება თქვენი სახით "კოორდინატორი" ასე ვთქვათ და მრჩეველი, თორემ ხანდახან ნებისყოფა მღალატობს და მარცხის შიში მიპყრობს... მალევე მახსენდება, რომ ღმერთი განსაცდელში ჩვენთან ყველაზე ახლოს არის, და ისევ ვაგრძელებ ბრძოლას...
[ რედაქტირება ოთხშაბათი, 23 ივლისი 2014 წ. 18:40 ]