მოგესალმებით მეგობრებო, ვარ ძალიან ცუდად ზოგადად ქართველი ერის შემყურე, ჩემ პრობლემებს რომ დავანებოთ თავი დარობოტებულები დადიან გაყინული სახეებით ფიქრისგან გადამწვარ საახეებს ვხედავ მე. შეიძლება ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვხედავ ყველაფერს ასე, მე ვარ ერთი გოგონა რომელიც როდის დაასრულებს სიცოცხლეს არც მე ვიცი, შეიძლება დღეს სეიძლება ხვალ, ასეთ ზღვარზე ვარ მისული, არც პირველი ვიქნები და არც ბოლო, სიკვდილზე ფიქრი მაბედნიერებს იქ ხომ ვერავის ვნახავ ისეთს როგორსაც აქ ვხედავ? ყველგან გულისტკენა, სიცრუე სიყალბე, ყველა საკუთარი ტრ... გათბობაზე რომ ფიქრობს. სადაც მხოლოდ არის ''მე შენ გჭირდები ან მე შენ მჭირდები'' სადაც არ არის ''მე შენ გჭირდები და შენთვის მოვკვდები'' . ჩემი შვილის დიდი ბრიალა თვალები, რა უსუსურია ჯერ ხომ 1 წლისაც არაა რამდენი რამ ჭირდება და არ აქვს როგორ გადავიტანო ეს ყველაფერი, იქნებ დამეხმაროთ ამ თემაზე ძალიან დიდ ხანს შემიძლია საუბარი რატომ მოვიძულე დედამიწა. რატომ გავჩნდი ასეთი? და თუ გავჩნდი რატომ არ მაქვს იმის საშვალება რომ ამდენ სიკვდილამდე მიყვანილ ადამიანს დავეხმარო ამ წყეული ფულით, როგორ მტკივა ყველა საკითხი ნეტა შემოძლოს გულის გადახსნა რამდენ რამეს წაიკითხავდით, რეალურად ამ ყველაფერს ვერავის ვუყვები მეშინია გიჟი არ ვეგონო ვინმეს, ან იქნებ ვარ კიდეც. მაგრამ გიჟები ხომ ვერ ხვდებიან გიჟები რომ არიან არაა? :)) ანდა ვინმეს რომ ვუთხრა არ დამიჯერებს, აქ არანაირი ინტერესი არ მაქვს უბრალოდ დავწერე და მინდა ვინმე დამელაპარაკოს, იქნებ ლამაზია ეს სამყარო და მე ვერ ვხედავ... დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ, რისთვის ან ვისთვის ვარსებობთ, რა გვინდა ამ ცხოვრებისგან მიზანი რა არის?! რობოტად გცეული სხეულში გამომწყვდეული და დაბლოკილი ადამიანების ''არაადამიანური'' გამომეტყველება,გცევები, დაუფიქრებელი და საჭიროების გარეშე უაზრო ლაპარაკი, ერთი სიტყვაც შენდამი ''გამოსროლილი'' სიტყვით შენ შენ აღარ ხარ. ახლა გამახსენდა გოდერძი ჩოხელის ,,სიყვარულის ცეცხლი'' ციტატა როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი, და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა - სიყვარული!. თუ ვინმეს ეს თემა დაგაფიქრებთ ''თუ ვიარსებებ'' კიდევ ვისაუბროთ ამ ცხოვრების ჭირ ვარამზე 21 წლის უცნობი გოგონა.