რეგისტრირებულია: სამშაბათი, 16 სექტემბერი 2014 წ. 21:43
შეტყობინებები: 2
ფსორიაზული ართრიტის შემთხვევაში როგორი მეთოდებია კარგი?ექიმები კორტიკოსტეროიდებს ნიშნავენ ხოლმე (რაც როგორც ვიცი ძალიან ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე).თქვენ წინა პოსტებში წერდით, რომ "საერთოდ ფსორიოზი ნაღვლის ბუშტის დაავადების შედეგია , ამიტომ სამკურნალოა სანაღვლე გზები და პარალელურად ფსორიოზი..."მაგრამ ფსორიაზულ ართრიტზე რას იტყვით? როცა ადამიანს უკვე მოძრაობა უჭირს (სახსრების გამო).
პასუხი stumari55-ს ფსორიაზული ართრიტი აზიანებს პერიფერიულ (ტანიდან უფრო შორს მდებარე) და ღერძულა (ხერხემლის, გავა-თეძოს) სახსრებს. დაავადების დროს შესაძლოა აღმოცენდეს სახსრების სიმეტრიული დაზიანება - ორივე მხარეს დაზიანებულია თანამოსახელე სახსრები. სიმეტრიულ ართრიტს ახასიათებს პროგრესული მიმდინარეობა, სასხრების ფუნქციის მკვეთრი დარღვევა შემთხვევათა 50%-ში. კლინიკური გამოვლინებით ეს ფორმა ჰგავს რევმატოიდულ ართრიტს. ზოგჯერ ვითარდება ასიმეტრიული ართრიტი, რომლის დროსაც ცალმხრივად ზიანდება ერთი-სამი სახსარი, მაგალითად, მუხლი, ბარძაყი და ერთი ან რამდენიმე თითი. ფსორიაზული ართრიტის დროს ზოგჯერ უმთავრესად თითების ფალანგთაშუა სახსრები ზიანდება, რის შედეგადაც თითები სოსისისმაგვარ შესახედაობას იძენს. ხშირია ფრჩხილების ტიპური ცვლილებებიც. ღერძულა სახსრების დაზიანებისას ვითარდება სპონდილიტი. პაციენტს აწუხებს ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა კისრის, ხერხემლის, წელის, გავა-თეძოს არეში. გარდა ამისა, სპონდილიტის დროს შეიძლება დაზიანდეს შემაერთებელი ქსოვილი - იოგები, ხერხემალთან ერთად პროცესმა მოიცვას მხრის, ბარძაყის, ტერფის სასხრები. ფსორიაზული ართრიტის მძიმე მადეფორმირებელი და დესტრუქციული ფორმაა ოსტეოლიზური ართრიტი, რომელიც პირველადად აზიანებს ფალანგთაშუა სახსრებს. ეს ფორმა ხშირად ასოცირდება კისრისა და წელის არის ტკივილთან. საბედნიეროდ, დაავადების ეს ფორმა იშვიათია. ფსორიაზული ართრიტის დიაგნოსტიკას ხშირად აადვილებს ის გარემოება, რომ მის გამოვლენას წინ უძღვის კანის დაზიანება, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჯერ ართრიტი ვითარდება და შემდეგ - კანისმხრივი გამოვლინებები. ფსორიაზულ ართრიტს პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს და ინვალიდობის მიზეზად იქცვეა.