გამარჯობათ.. ეხლახანს დავრეგისტრირდი ამ საიტზე, ბევრი რამ წავიკითხე და მომეწონა. გადავწყვიტე ჩემი პრობლემის შესახებ გკითხოთ, იქნებ დამეხმაროთ რამენაირა.. უკვე მესამე წელია მაყრის სახეზე და მექავება, თავიდან იშვიათად წამოვიდოდა სიმხურვალე და ქავილის სეგრძნება მქონდა მთელს ტანზე და სახეზე, ტანსაცმელთან შეხებაზე, მერე უკვე სახეზე დამეწყო გამონაყარი და ქავილი (ტანზე არ მაყრის) სახეზედა ნიკაპის ქვემოთ ყელზე.. ძალიან ბევრ ალერგოლოგთან და დერმატოლოგთან ვიყავი და ვიმკურნალე კიდეც მაგრამ უშედეგოდ.. ..უკვე მესამე წელია, ალერგიაზე ჩავიტარე გამოკვლევები 4 სახის, კონკრეტულად არაფერიაო, ზოგმა ალერგიული დერმატოტოაო, ზოგმა სებორია მითხრა. ეხლა უკვე თითქმის სულ მაყრის, შეიძლება 2-3 დღე გადამიაროს, ადრე დიდი შუალედებით მქონდა. როგორ მოვიქცე? გამონაყარი იყო წითლად და წვრილად. ეხლა ასეა მაგრამ ზოგს რომ ვაკვირდება თითქოს პატარა თავებიც აქვს, მაგრამ სითხე არ დგას, ზოგიც კოღოს ნაკბენივით.. რა უნდა იყოს? ახასიათებს ქავილი ამ გამონაყარს და წვა. სახეც კომბინირებული მქონდა და სულ გამომიშრა. ყველა კოსმეტიკური საშუალების გამოყენებისას მეწვის კანი.