საერთოდ ცოტა ძნელი გასარჩევია ეს დაავადება, მაგრამ ცნობილია, რომ თუ ხშირად ღიზიანდებით, გაქვტ ოფლიანობა, ხშირი უგუნებობა, დაღლილობის შეგრძნება; ე.ი. უნდა მიაკითხოთ ენდოკრინოლოგს. კარგ შედეგებს იძლევა ფიტოთერაპიული ჩარევები და არცთუ ისე გვიან არის დადებითი შედეგი.
[ რედაქტირება ორშაბათი, 02 თებერვალი 2009 წ. 22:05 ]
გულის აჩქარება საერთოდ მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომაც კარგი იქნებოდა გაგევლოთ დიაგნოსტირება, რის შემდეგაც ზუსტად გეცოდინებოდათ გულის აჩქარების მიზეზი; რადგან 30-თი წლის ასაკში გულის აჩქარება შეიძლება გამოწვეული იყოს: სანაღვლე გზების, თირკმელების, ცენტრალური ნერვული სისტემის, გულის კუნთის, ხერხემლის, გულის არითმიის დაავადებებით (იხ.შესაბამისი სტატიები).
[ რედაქტირება ხუთშაბათი, 11 ივნისი 2009 წ. 21:09 ]
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 11 აგვისტო 2010 წ. 14:30
შეტყობინებები: 28
მეც მაინტერესებს გულის აჩქარების თემა. ძალიან ხშირად მაქვს აჩქარებული. მალე ვიღლები. ხანდახან უაზროდ მეტირება. რაზე ვტირი ვერ ვხვდები ხოლმე. ოფლიანობა მაქვს ხელის გულზე. ფეხები სულ ცივი მაქვს მთელი ზაფხული. დილით რომ ვიღვიძებ, გულის აჩქარებით მეღვიძება.
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 09 მარტი 2011 წ. 15:28
შეტყობინებები: 18
6წლის ბავშვს აწუხებს ღამით ოფლიანობა რომ დაიძინებს ოპლიანდება თავიდან ფეხებამდე რომ გამოუცვლი შემდეგ აღარ ოფლიანდება ექიმებმა მითხრეს ჰაერის გამოცვლა გამოუცვალე ჰაერი მაგრამ უშედეგოდ იგივე მდგომარეობაა შემდეგ მითხრეს ნერვოზის ბრალი იქნებაო ვეხარ გავიგე გტხოვტ მირჩიოთ რისი ბრალი იქნება ეს ოფლიანობა გამოწვეული წინასწარ დიდი მადლობა
დააკვირდით ოფლიანობა როდის ხდება: დაძინებისთანავე თუ დაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ.
1. თუ დაძინებისთანავეა, მაშინ მიზეზი იქნება არაგანიავებული, ჟანგბადით არამდიდარი საძინებელი გარემო და ამავდროულად ძალიან რბილi საწოლი. ამ დროს ხერხემალი ძალიან მოხრილია, ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა დარღვეულია, რაც იწვევს სხეულის გადახურებას.
2. თუ დაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ იწყებს ბავშვი ოფლიანობას, მაშინ მიზეზი იქნება დღის განმავლობაში მიღებული ემოციური დატვირთვები, რომლებიც ილექება ტვინის ქერქში და ღამე ესიზმრება კოშმარები, რის გამოც ოფლიანდება. განსაკუთრებით ასეთი კოშმარები ესიზმრებათ 6-8 წლის ბავშვებს.
რჩევები:
1 შემთხვევაში საძინებელი 1 საათით ადრე კარგად გაანიავეთ. საწოლი უფრო მაგარი შეურჩიეთ.
2 შემთხვევაში ეცადეთ დღის განმავლობაში ბავშვი ფსიქოლოგიურად არ დაიტვირთოს, ძილის წინ მთელი სხეული დაუზილეთ ნელ-თბილ მარილწყალში დასველებული ნაჭრით და მიეცით 6 წვეთი ვალერიანის წვეთები ცოტა წყალში გახსნილი (20 დღის განმავლობაში).