გამარჯობა მაიკო. გთხოვთ მიპასუხოთ. ვარ 26 წლის. 7 თვის წინ დამიდგინდა შაქრიანი დიაბეტი, ინსულინი არ დამჭირდა 1 დღეში ნორმაში ჩადგა დიეტით. დღემდე ვარეგულირებ დიეტით, მაგრამ რამდენიმე დღის წინ კუჭის ძლიერი ტკივილებით გადამიყვანეს საავადმყოფოში, ეხოსკოპიაზე გამოჩნდა რომ პანკრეასი მაქვს დაპატარავებული. გამოკვლევებმა აჩვენეს რომ მწვავე პანკრეატიტი მაქვს და ზუსტად ეს იწვევს შაქარს. მაიკო გთხოვთ რამე მირჩიოთ. შეიძლება ამ ორგანოს ნორმაში დაბრუნება და როგორ?