საერთოდ კომპუტერთან მუშაობის დროს სასურველია ოთახი დღეში რამოდენიმეჯერ განიავდეს, ასევე საჭიროა ორი საათი მუშაობა, ორი საათი დასვენება. აქვე დასვენების დროს საჭიროა 5 წუთი ცას უყურეთ რათა თვალები არ დაგეღალოთ და ფილტვების პრობლემები არ შეგექმნათ.
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 11 აგვისტო 2010 წ. 14:30
შეტყობინებები: 28
ჩემი ქმარი როცა ისვენებს, სულ კომპიუტერთან ზის და ეღლება თვალები. თვითონ ვერ გრძნობს და ახამხაბებს თვალებს. გეგონება მოეშალაო. მაგრამ ესმის? ოთახსაც ვანიავებთ და კაკტუსიც გვიდევს. მე ხამხამი არ მეწყება, მაგრამ მეწვის და რომ მივხვდები, ვდგები. ჩემმა ქმარმა მე კი არა, კომპი ყავს ცოლად.ჰა ჰა ჰა
კომპიუტერთან სისტემატიური ჯდომა და მისგან წამოსული არასასურველი გამოსხივება იწვევს თვალის რქოვანა გარსის ანთებას და გამოშრობას, რაც გამოხატულია იმ სიმპტომატიკით, რასაც თქვენ ბრძანებთ.
იმისათვის, რომ თვალი არ გამოშრეს და არ შეიქმნას მხედველობის პრობლემები, სასურველია თვალის კვება:
დღის განმავლობაში მიიღეთ 300 მლ სტაფილოს წვენი;
კომპიუტერთან დაჯდომამდე 15 წუთით ადრე ჩაიწვეთეთ ორივე თვალში ”კომპიტერის ცრემლები” (იყიდება აფთიაქში);
ღამე ძილის წინ ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები (”კვინაქსი”). ინტენსიურად კომპიუტერთან მუშაობის შემთხვევაში, დღეში სამჯერ ჩაიწვეთეთ.