გამარჯობა, კათეტერის ხანგრძლივი ჩადგმის გამო დამემართა ურეთრის სტრიქტურა. სამჯერ ჩავიტარე ოპერაცია- ურეთროტომია. ამასთანავე მიუხედავად გამოცდილ უროლოგთან მკურნალობისა და სხვადსხვა ანტიბიოტიკის მიღებისა, შარდიდან ვერ ვიცილებ ენტეროკოკს. გთხოვთ მიპასუხოთ, რა არის იმის მიზეზი, რომ მკურნალობის მიუხედავად შარდში არ მცილდება ბაქტერია? და რა არის გამოსავალი?სიმპტომები: წვა შარდვისას ძირითადად ზედა მხარეს თავში. გახშირებული შარდვა განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებისას და შარდის ნაკადის ხან შემცირება და ხან მომატება. სხვა სიმპტომები არ მაქვს