რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 წ. 16:29
შეტყობინებები: 6
მე-3 კლასელ ბიჭუნას ხელზე კბილით გაკაწრა მეზობლის პატარა ლეკვმა .რომელიც ოჯახში იზრდებოდა . ბიჭს ჩაუტარდა მხოლოდ ერთი აცრა ,რადგან ლეკვი პატარა იყო და სახლში ჰყავათ საშიშად არ ჩათვალეს და აცრების სრული კურსი არ ჩაუტარეს.მე-10 დღეს ლეკვი მოკვდა, მიზეზად კი პატრონმა ჭიების ყოლა დაასახელა.ლეკვს ჭიები ჰყავდა და ვერ ვუშველეთო. შეშინებულმა მშობლებმა ბიჭუნაც აცრები თავდან დაიწყეს ლეკვის ექპერტიზაზე კი საავადმყოფოსი უთხრეს აზრი არ აქვსო. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ არის თუ არა დაგვიანებული აცრები ბიჭისათვის,ძალიან ეშინიათ, მშობლებს რაც არ უნდა წამოსტკივდეს ბავშვს ყველაფერი ცოფის ნიშნები ჰგონიათ. მომწერეთ გთხოვთ კბენიდან რამდენი დღის შემდეგ ვლინდება სიპტომები და რა სიპტომები აქვს პაციენტს. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა ,ანუ რამდენი დღის შემდეგ აღარ იქნება საშიში მდგომარეობის გაუარესება,მომწერეთ გთხოვთ.