რეგისტრირებულია: სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 წ. 09:52
შეტყობინებები: 1
ორი კვირის წინ პატარა თუთიყუშმა უკმინა 2 წლის ბავშვს, გამოყვანილი გვყვავდა გალიიდან და ეთამაშებოდა, უკმინა ხელის მტევანი რომ მთავრდება სახსრის არეში, დაკაწრა, ჩამოვბანეთ სარეცხის საპნით, ნაკმენი მალევე გაქრა და რაიმე გართულება არ ჰქონია, სამი დღის წინ წავედით რაიონში და დავტოვეთ თუთიყუში მარტო, საკვებიც დავუყარეთ და წყალიც შევუვსეთ, გათბობა გავთიშეთ, რომ დავბრუნდით საკვები სულ შეჭმული დაგვიხვდა, წყალიც დალეული, ხოლო თუთიყუში მკვდარი, გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება თუ არა რაიმე კავშირი არსებობდეს თუთიყუშის სიკვდილსა და დაკმენას შორის. ამასთან მინდა გაცნობოთ, რომ თუთიყუში მოყვანის დღიდან არ დაფრინავდა და კისერიც რაღაც უცნაურად ეჭირა. მივმართოთ თუ არა ექიმს. ამჟამად ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. წინასწარ გიხდით მადლობას.