რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2016 წ. 20:28
შეტყობინებები: 1
გამარჯობათ. ვარ ოცი წლის 12 წლის ასაკში დამიდგინდ რევმატიული პოლიართრიტი (არააქტიური ფაზა) და გულიც ჩათრეული ჰქონდა. ვგრძნობდი სისუსტეს სახსრების ტკივილს, მალე ვიღლებოდი და გული მიჩქარდებოდა ასევე მქონდა გულზე ჩხვლეტა. ჩავიტარე კურსი და ვიმკურნალე. ამის შემდეგ დაახლოებით 3 წლის წინ ისევ იგივე სიმპტომები აღმენიშნებოდა. გავიკეთე ანტისტრეპტოლიზინის ანალიზი და როგორც მიტხხრეს ნორმა 200 იყო და მე 420 მქონდა. გული ისევ მაწუხებდა და გადავიღე კარდიოგრამა. ექმიმმა გულზე შუილები გაქვსო მაგრამ ეხოსკოპიის გადაღების შემდეგ მითხრეს, რომ ეს უბრალოდ დამატებითი ძგიდის არსებობით არის გამოწვეული. ახლა ისევ მაწუხებს სახსრების საშინელი ტკივილი ამინდის ცვლილებისას. ასევე გულის ჩხვლეტა და ტკივილი, სისუსტე და ძილიანიბა. ასევე სექსუალური კავშირის დროს ზოგჯერ მაწუხებს ჰაერის მწვავე უკმარისობა. მაინეტერესებს ეს გულის დაავადების ბრალია თუ რევმატიზმის და რამდენად საშიშია? ამ ეტაპზე ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ და იქნებ მირჩიოთ რამე ძალიან გთხოვთ. წინასწარ დიდი მადლობა