რეგისტრირებულია: ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 წ. 14:15
შეტყობინებები: 1
მოგესალმებით, ვარ 44 წლის, უკვე რამდენიმე თვეა დამეწყო ალერგია, დილის საათებში მიშუპდებოდა ხან თვალის ზედა ქუთუთო, ხან ტუჩი, თავიდან მქონდა ქავილი, ბეჭებზე და მუცლის არეში. ვიღებდი ანტიჰისტამინურ პრეპარატებს( ტავეგილი, სუპრასტინი, კეტოტიფენი), პერიოდულად მიქრებოდა. შემდეგ დამეწყო კუჭ-ნაწლავის პრობლემები, მუცლის შებერვა, მეტეორიზმი, მუცლის ბუყბუყი. ექიმმა მირჩია გამეკეთებინა ანალიზი ჭიის კვერცხებზე. აღმომაჩნდა ენტერობიოზი და ვიმკურნალე დეკარისით, შემდეგ ალბეზი, ბოლოს ჰელმიდოლი. ბოლოს რომ ჩავიტარე გამოკვლევა(ივლისის თვეში) ჭიის კვერცხები არ ამოითესა. მაგრამ დამეწყო საშინელი მჟავიანობა . ვიმკურნალე ფერმენტალით და ულსეპამით(ერთი თვე) და + მოტეკი10 მგ. + ლორანექსი 5 მგ. . უკვე მესამე თვე მიდის რაც ვაგრძელებ მოტეკს და ლორანექს.( იმუნიტეტისთვის ციტომიქს) ჭინჭრის ციება აღარ დამმართია. მაგრამ შემაწუხა ბეჭების ქავილმა. ( გამონაყარი არ მაქვს). ექიმი მეუბნება მკურნალობა გააგრძელე, არ შეწყვიტო წამლების მიღება.( ანალიზი გავიკეთე ალერგიის იმუნოგლობულინ E ( პირველად მქონდა 509, ერთი თვის შემდეგ 411). რას მირჩევთ გავაგრძელო მკურნალობა, ქავილის ფონზე. თუ რამე დამატებით გამოვიყენო ქავილის მოსახსნელად. მადლობა წინასწარ