რამოდენიმე წელია ბავშვს ეჭედება ცხვირი და შეუძლებელია თავისუფლად სუნთქვა. მიუხედავად არაერთგზის სამედიცინო ჩარევისა, პრობლემა ვერ მოგვარდა. ზუსტი დიაგნოზის დასმაც კი პრობლემა გახდა. ზოგი (ექიმი) ამბობს, რომ ადენოიდების პრობლემაა, ზოგი _ ჰაიმორის, ზოგიც პრობლემას ვერ ხედავს და ა. შ. როგორც გაირკვა, აღნიშნული პრობლემა არაა გამოწვეული ალერგიული ფონით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა არაა სეზონური და არ იცვლება რაიმე გარემო პირობების ცვალებადობის მიხედვით. ფაქტია, რომ პრობლება არის და სამწუხაროდ ვერ მივაგენით განკურნების გზას. გთხოვთ, თქვენს კომპეტენტურ რჩევას.წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.პატივისცემით,რუსუდან კაპანაძე
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 19 აგვისტო 2008 წ. 12:37
შეტყობინებები: 76
პასუხი guri-ს
ჰაიმორიტი განკურნებადია. გაიარეთ ამ საიტზე დიაგნოსტიკა, მიწერეთ თქვენი პრობლემის შესახებ ანკეტაში და შეიძლება აგიყვანონ სამკურნალოდ, თუ სხვა რამ პრობლემა უფრო რთული არ აღმოჩნდება..