ეს არის ბუასილური ვენოზური წნულის კვანძობრივი გაგანიერება ანალური ხვრელის ლორწოვანი გარსის ქვეშ და ანალური ხვრელის მიმდებარე კანის ქვეშ. ბუასილური კვანძი არის კავერნოზული (გაფაშრებული) ქსოვილის დაგროვება, რომელთაც უამრავი სწორი არტერიოვენოზური ანასტომოზები (ხვრელები) აქვთ. ბუასილი დამახასიათებელია ყაბზობის, მშობიარობის, პროსტატის დროს. მისი მკურნალობაში კარგ შედეგებს იძლევა მჯდომარე აბაზანები, კომპრესები, სანთლები, დეფეკაციის გასაადვილებელი საშუალებები და რაც მთავარია ფიტო ნაკრებები.
1. დილით: უზმოზე ვიტამინი “E”, ერთი კაფსულა (400 მლ. გრამიანი); 2. მალამო გარეგანი: 4 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი), 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი მოხარშეთ კარგი მალამოს მიღებამდე; წაისვით დეფეკაცის შემდეგ , დაბანილ ტერიტორიაზე. სასურველია 2-ჯერ. 3. ფიტონაკრები: 1 ს.კ. ფარსმანდუკი, 1 ს.კ. ოროვანდა, 1 ს.კ. ფითრი. დაუმატეთ 4 ჩ.ჭ. მდუღარე, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 100 გრამი 3-ჯერ დღეში. 4. თუ ბუასილის კვანძები გარეთაც არის, დაიფინეთ 3 წუთით ვერხვის სუფთა ფოთოლი; თუ აგტკივდათ და გაუსაძლისი გახდა, დაიბანეთ ცივი წყლით. 5. ძილის წინ: გაიკეთეთ ხსნარის ტამპონი 1 წუთით (2,5 გრამი მენთოლი, 2,5 გრამი ანესტეზინი, 15 გრამი ნოვოკაინი და 100 გრამი სპირტი). ძალიან ცხარეა მაგრამ ძალიან ეფექტური, მაგრამ თუ ვერხვს დაიდებთ, ამ ხსნარს ნუ გაიკეთებთ ანუ შეგიძლიათ ან ერთი ან მეორე სცადოთ.
მკურნალობის კურსი 15 დღე. შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში აქვს ამ რეცეპტს დადებითი შედეგი. გაგიჩნდათ კითხვები - მიმართეთ საიტის ფორუმს!