კითხვა (დასვა lali22): ემფიზემის შემთხვევაში რა სიმპტომები ჩნდება და როგორ ვუმკურნალოთ მცენარეებით? წინასწარ გიხდით მადლობას ...
ემფიზემა (ბერძნულად εμφύσημα – ”გაბერვა”) ფილტვების მძიმე დაავადებაა. ამ დროს ფილტვებში ალვეოლები ძირითადად შეკუმშულია (ნაწილი კი ძველი ჰაერით გადაბერილია, რომლებიც ჭყლიტავენ სხვა ნაწილებს), რის გამოც ჟანგბადის ათვისება შემცირებულია. ასევე ბრონქებიც დაავადებულია, რაც ასევე აძნელებს სუნთქვას. ფილტვების ელასტიურობა მთლიანობაში დაქვეითებულია, ნაწილი გადამუშავებული ჰაერისა მუდმივად რჩება ფილტვბში, ვერ ხდება ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. ხშირად ეს დაავადება იწვევს გულის არითმიასაც. ავადმყოდებს ამ დროს საღამოობით აქვთ დაბალი სიცხე (37-37,5 გრადუსი), ხშირად მცირედი დაძაბვისას ეწყებათ გამოკვეთილი უჰაერობა, რაც იწვევს შიშებს. ავადმყოფები იზღუდებიან აქტიური ცხოვრებისათვის. ჟანგბადის ცირკულაციის დარღვევის გამო დროთა განმავლობაში ეს აისახება მთელს ორგანიზმზე, ამიტომ რთულდება დაავადების მორჩენა. მიზეზები ამ დაავადების გამოწვევისა შეიძლება იყოს სხვადასხვა: ბოლომდე არ ნამკურნალევი ფილტვების ანთება (რაც შემდგომში ქრონიკულ ბრონქიტში გადაიზარდა), დიდი ხნის განმავლობაში მტვრიან გარემოში ყოფნა (ან მუშაობა), თამბაქოს კვამლი და სხვა. დაავადების მკურნალობას ართულებს წინა პერიოდში დიდი რაოდენობის ანტიბიოტიკების მიღება, როგორც წესი ამ ავადმყოფებს ღვიძლი ძალიან დატვირთულები აქვთ. დაავადება ინკურნება მხოლოდ სისტემური და კომპლექსური მკურნალობით (ე.წ. ”დასავლური მედიცინა” ამ დაავადებას სამწუხაროდ ვერ არჩენს): ფიტოთერაპიის და სუ ჯოკ თერაპიის საშულებების ერთობლივი გამოყენებით და გარკვეული ტიპის ვარჯიშების და პროცედურების ჩატარებით, ასევე ცხოვრების წესში აუცილებელი კორექტივების შეტანით. ავადმყოფს და მომვლელს მართებთ რამოდენიმე თვის განმავლობაში საკმაო ძალისხმევის გამოჩენა ამ დაავადების დასაძლევად. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია მთელი ორგანიზმის სასტარტო მდგომარეობის დადგენა (სრული დიაგნოსტიკა), მარტო ფილტვებზე მიზანმიმართული მკურნალობა შედეგს ვერ იძლევა. ვინაიდან მკურნალობა სისტემურად უნდა წარიმართოს, ცალკე აღებული სამკურნალო ბალახების მითითებას აზრი არა აქვს. რეცეპტები ხშირად უნდა შეიცვალოს, რადგან 2-3 კვირაში ერთი და იგივე ფიტო ნაკრები ძალას კარგავს (ორგანიზმი ეჩვევა), ისევე როგორც ქიმიური წამლების შემთხვევაში.
[ რედაქტირება ხუთშაბათი, 24 იანვარი 2013 წ. 10:12 ]