გამარჯობა! მყავს 8 თვის კატა, აცრა არ აქვს გაკეთებული, მაგრამ დედამისი აცრილი იყო და სახლიდან არ გაუხედავს. შემთხვევით ეკბინა და რამდენად საშიშია? და აცრა როდის უწევს? გთხოვთ მიპასუხეთ რაააააააააააა:(
კითხვა გაუგებარია! ეს ადამიანების ჯანმრთელობის საიტია. ცხოველების ჯანმრთელობაზე მიმართეთ სხვა, ვეტერინარულ საიტებს.
თუ მხედველობაში გქონდათ ის, რომ ამ კატამ თქვენ გიკბინათ ("ეკბინა" ანუ ადამიანს უკბინა) და გეშინიათ ცოფის, მაშინ გეტყვით, რომ კატა აცრილი უნდა იყოს. ამიტომ თვით დამშვიდებას ნუ მიეცემით!
აუცილებლად მიმართეთ შესაბამის კლინიკას და გაიკეთეთ ცოფის საწინააღმდეგო ნემსები. სამწუხაროდ, გარანტიას ასეთ შემთხვევაში ვერავინ ვერ მოგცემთ.
მაქვს მოციმციმე არითმია, რომელსაც ვიხსნი პროპანოლით.მეშინია ქრონიკულსჰი არ გადამეზარდოს.ხალხურ მედიცინაში არის თუ არა არითმიის სამკურნალო საშუალებები და რეცეპტები?წინასწარ გიხდით მადლობას.