ათეროსკლეროზი დაავადებაა, რომელიც აზიანებს არტერიებს და ხასიათდება ცხიმოვანი მასის დაგროვებით, გამოიხატება არტერიების კედლების გასქელებით და დეფორმაციით. ამ დროს ხდება ლიპიდების და ცილოვანი ნივთიერების ცვლის დარღვევა. ასევე სისხლძარღვების გამკვრივება. ათეროსკლეროზის დაავადებასთან დაკავშირებულია გულის კუნთის მოდუნების და სისხლძარღვთა დაავადებები. ათეროსკლეროზი მრავალფაქტორიანი პროცესია. ათეროსკლეროზის სიმპტომატიკა დამოკიდებულია მის სტადიებზე, დაზიანებული ძარღვების შევიწროვების ხარისხზე და მის ლოკალიზაციაზე. ათეროსკლეროზის მკურნალობა ინდივიდუალურია და შედგება ზოგადი ჰიგიენური ღონისძიებისაგან (შრომის რეჟიმი, აქტიური ფიზიკური დასვენება, კვების რაციონი და მისი კალორიები, ხმაურის აღმოფხვრა, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე). ათეროსკლეროზის მკურნალობაში დიდი როლი ფიტოთერაპიულ (ბალახებით) მკურნალობას, რომელიც კარგად არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და ასევე ეფექტურად ასუფთავებს სისხლძარღვებს და აღადგენს მის ელასტიურობას.
მკურნალობის კურსი - 20 დღე. 1. დილით: ა) უზმოზე 150 გრამი უმი კარტოფილის წვენი (მხოლოდ ამ შემთხვევაში ღებულობთ ამ წვენს 10 დღე, შეისვენებთ 10 დღე. ეს იქნება 1 ციკლი. ამ ციკლს გაიმეორებთ ასე 3-ჯერ. სულ 50 დღიანი პერიოდი იქნება); ბ) ამის შემდეგ 1 ჩაის ჭიქა რძე, დამატებული 1 ცალი კვერცხი. 2. შუადღე: ა) 250 გრამი სტაფილოს წვენი; ბ) ვიტამინი “E”, ერთი კაფსულა (400 მლ. გრამიანი); გ) 30 წუთის შემდეგ ვიტამინი “B”-ს კომპლექსი, 2 აბი დღეში ერთხელ. 3. დღის განმავლობაში: ა) 3 კბილი ნიორი და 2 ნაჭერი ლიმონი და 25 გრამი თაფლი დღის ნორმა; ბ) ფიტო ნაკრები: 1 სუფრი კოვზი ბაბუაწვერა, 1 ს.კ. ასკილი, 1ს.კ. კუნელი, 1ს.კ. გულყვითელა, 1 ს.კ. ხახვის ფუჩეჩი, 1 ს.კ. ნაძვის წიწვები დასხით 7 ჩაის ჭიქა მდუღარე ადუღეთ 5 წუთი დადგით 1 საათი გადწურეთ და მიიღეთ 100 გრამი 3-ჯერ დღეში. 4. ძილის წინ 150 გრამი გარგლის წვენი. P.S.: ამ რეცეპტის მიღების დროს აუცილებლად აკონტროლეთ წნევა, რომ ზევით არ აიწიოს.
შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში აქვს ამ რეცეპტს დადებითი შედეგი. გაგიჩნდათ კითხვები - მიმართეთ საიტის ფორუმს!
რეცეპტი მოგვაწოდამაიკო ლომსაძემ
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49