რეგისტრირებულია: კვირა, 17 ოქტომბერი 2010 წ. 15:18
შეტყობინებები: 2
18 წლის ბიჭი ვარ და მაქვს ძალიან წვრილი და უცნაური ხმა, უკვე ძალიან ვკომპლექსდები, შეგიძლიათ მირჩიოთ რამე ? რატო მაქვს ასე ან რა გავაკეთო რომ გამოსწორდეს ?
თქვენ გაქვთ ჰორმონალური დისბალანსი, რაც გამოიხატება ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონები) ნაკლებობაში. ხშირად მიირთვით ცხვრის და ღორის ხორის ხორცი. ასევე დალიეთ დილით, საუზმიდან ერთი საათის შემდეგ 200 მლ ნელ-თბილი რძე 1 ჩაის კოვზი თაფლით და ერთი მწიკვი ვანილით (გახსნით და მოურევთ წინასწარ).
დღის განმავლობაში მიიღეთ ერთხელ 50 მლ ნაყენი, რომელიც უნდა მომზადდეს შემდეგნაირად: - ნახევარი ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩი + 5 ცალი მიხაკი + 600 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი და გადაწურეთ. ესაა 12 დღის პორცია. ინახება მაცივარში, მინის ჭურჭელში. ამას გარდა დღის განმავლობაში ღეჭეთ ნაძვის კევი (ბორჯომის ბაზარში იყიდება). ეს ყველაფერი ერთად უნადა მიიღოთ (კომპლექსურად).
[ რედაქტირება სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2010 წ. 01:23 ]
პირველ შესამჩნევ შედეგს ხმაზე შეატყობთ 2 კვირაში. აღნიშნული ნაყენი (50 მლ ყოველდღე) უნდა მიიღოთ 3 პორციის მოცულობით, ე.ი. 36 დღის განმავლობაში და იმავე პერიოდში დანიშნული საკვები (ცხვრის და ღორის ხორცი. რძე და ა.შ) + ნაძვის კევის ღეჭვა - ყველაფერი მხოლოდ კომპლექსურად, ჩაგდების გარეშე.
მკურნალობის პერიოდში თუ რამე პრობლემა გექნებათ, მოიწერეთ.