რეგისტრირებულია: ხუთშაბათი, 14 იანვარი 2010 წ. 11:44
შეტყობინებები: 15
54 წლის ქალს აწუხებს ფეხების ტკივილი,უფრო დღის მეორე ნახევარში ტკივილი მატულობს დღლილობის დროს.(ტკივილი უფრო შიგნით,ძვლებშია მუხლს ქვევით)თუ იცით რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ვუმკურნალოთ?დიდი მადლობა წინასწარ.
რაც შეეხება ფეხების ტკივილს ეს მრავალმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს პირველ რიგში რამდენი აქვს პროტრომბინი, ხომ არ არის ტრავმული, ხომ არ შუპდება კოჭის და ზედა მიდამოში ფეხები, ხომ არ არის წვის შეგრძნებები, ხომ არ არ არის ფეხების გაციების შეგრძნებები, რამდენ ხანს შეუძლია ფეხზე დგომა? რა მდგომარეობაშია ხერხემალი და კისრის მალები? როგორ იკვებება? რადგან დიაგნოზი არ აქვს გთხოვთ ამ კითხვებზე გამოაგზავნოთ პასუხები, რათა შემექმნას დაავადებაზე შთაბეჭდილება და შემდეგ ჩვენი ჯგუფიდან დაგენიშნებათ ფიტო მკურნალობა.
კანქვეშ ასეთი გამონაყარი, როგორც თქვენ აღწერთ მსხვილი, წვრილი ნაწლავის და ღვიძლის დისფუნქციის ბრალიაა, მაგრამ სრული დიაგნოზისთვის კარგი იქნება თუ საიტზე დიაგნოსტირებას გაივლით, რის შემდეგაც ზუსტად დაგენიშნებათ მიზან მიმართული მკურნალობა.
რეგისტრირებულია: ხუთშაბათი, 14 იანვარი 2010 წ. 11:44
შეტყობინებები: 15
ორსულს წელის არეში ტკივილი და წვის შეგრძნება შეიძლება ქონდეს ყვითელი სხეულების ნაკლებობის გამო და რით შეიძლება ვუმკურნალოთ ხალხური მკურნალობიდან.წინასწარ გიხდით მადლობას.უტროჟესტენი დაუნიშნა ექიმმა და უთხრა შეიძლება მშობიარობამდე დაგჭირდესო,მაგრამ 1 აბი ორი ლარი ღირს და დღეში 2 აბი უნდა მიიღოვო,ამის საშუალება არ გვაქვს და იქნებ იცოდეთ რამე ხალხური საშუალებებიდან,მადლობა წინასწარ.
ნამდვილად იცით, რომ ყვითელი სხეულების ნაკლებობა გაქვთ, შეიძლება წელის ტკივილი მრავალი სხვა ფაქტორითაც იყოს. ამიტომ ასე ვარაუდებით ორსულთან მკურნალობა არ შეიძლება. საერთოდ ყვითელ სხეულებს არეგულირებს ორსულობის მთელ პერიოდში ვაშლის ძმრის და თაფლიანი წყლის მიღება. პროპორცია: 200 მილილიტრი წყალი+2ჩ.კ. ვაშლის ძმარი+ 2ჩ.კ თაფლი კარგად მოურიეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს, სასურველია ჭამამდე 30 წუთით ადრე.
რეგისტრირებულია: ხუთშაბათი, 03 მარტი 2011 წ. 18:58
შეტყობინებები: 1
გამარჯობათ, ერთი პრობლემა მაქვს, უმიზეზოდ ვწითლდები ყველაფერზე, სასურველია პატარა რამ და მაშინვე მეტყობა სახეზე, დავკომპლექსდი საშინლად და ძალიან ვნერვიულობ . თუ არის რამე საშუალება ამის განსაკურნად. მადლობა წინასწარ
რაც შეეხება თქვენ სიწითლეს ეს ჰიპოთალამუსის ბრალია, ზედმეტად არის ზომებში მომატებული და ტვირთავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამიტომ დღეში 2-ჯერ 30 წვეთი ვალერიანის სპირტხსნარი დალიეთ ცოტა წყლით, 20 დღის განმავლობაში და სიწითლეც მოგეხსნებად.