რეგისტრირებულია: სამშაბათი, 07 ივნისი 2011 წ. 10:15
შეტყობინებები: 2
გამარჯობათ! ახლობელმა მითხრა თკვენი საიტის არსებობის შესახებ. მადლობელი დაგრჩებით, თუ დამეხმარებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მაქვს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი და ამის გამო ვარ ჭარბწონიანი. წონაში დაკლებასთან ერთად მოვახერხე შაქრის დაბლა ჩამოყვანა, მაგრამ ამდენმა დიეტამ ნევროზიც კი გამიჩინა. თუ შეგიძლიათ რაიმე რჩევა მომცეთ ჩემ პრობლემასთან დაკავშირებით, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.
[ რედაქტირება ხუთშაბათი, 16 ივნისი 2011 წ. 04:43 ]
რეგისტრირებულია: ხუთშაბათი, 24 მარტი 2011 წ. 13:45
შეტყობინებები: 22
გამარჯობათ! შეკითხვა მაკვს: 6 წლის გოგონას ქვედა სასქესო ორგანოზე თმა ამოუვიდა, კვემო კიდურზე ბუსუსი კი არ არის - თმა საკმაოდ დიდი სიგრძის და მეშინია რაიმე დარღვევა ხომ არ არის ესეთ პატარა ასაკსჰი? ბუსუსები რომ ყოფილიყო ცოტა ზემოთ მაგი არ შემეშინდებოდა, იმიტომ რომ აწი იზრდება ბავშვი და თავის თავად ყველაფერი მისაღებია, მაგრამ ეს კვემოთ კიდურში შავი მოგრძო თმა როგორც დიდს აქვს ისე, ოღონდ ძალიან ბევრი არ აქვს. მთლიანად არ აქვს - ცოტაზე. მაგრამ გრძელი მარტო იმ ერთ ადგილზე და ზემოთ ბუსუსებიც კი არ აქვს. საერთოდ არც იხღლიებში და არც კვემოთ, სასქესო ორგანოზე ბუსუსები არ აქვს, მარტო ქვემოთ კიდურში აქვს თმა. თუ შეგიძლიათ, გამცეთ პასუხი. მადლობა
[ რედაქტირება ხუთშაბათი, 16 ივნისი 2011 წ. 04:34 ]
დიაბეტი ენდოკრონული დაავადებაა და დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, ამიტომ დიეტა და თანაც მკაცრი გამოსავალი არ არის, თქვენ უნდა იკვებოთ ყველაფერი ხშირ-ხშირად და ცოტა ცოტა; ეს პირველი. რაც შეეხება მკურნალობას მიიღეთ საღამოს 1 ჩ.კ. გამხმარი ველური ქონდარი + 150 მილილიტრი მდუღარე წყალი გააჩერეთ 30 წუთი გადაწურეთ და მიიღეთ საღამოს დღეში ერთხელ; ღამე ძილის წინ 250 გრამ მაწონში გახსენით ჩ.კ. -ის მეოთხედი დარეჩინი მოურიეთ და მიირთვით დილით უზმოზე; 100 გრამ ქერს და 100გრამ შვრიას დაასხით 1 1/2 ლიტრი მდუღარე ადუღეთ, რომ გახდება 1 ლიტრი გააგრილეთ გადაწურეთ და მიიღეთ 300 მილილიტრი დილით დღეში ერთხელ. დღის განმავლობაში 20 გრამი ტყემლის ტყლაპი ჩაწუწნეთ; ასევე მიიღეთ 500 გრამი ”ბროცკი” ვაშლი; ეს ყველაფერი კომპლექსურად 1 თვე. ღმერთი გფარევდეთ!!1!!!!!
6 თვის ბავშვი, ასეთი პათოლოგიისთვის ძალიან პატარაა; გირჩევთ ენდოკრონოლოგს აჩვენოთ რაიმე არ გამოგეპაროთ ჰორმონალური; მომწერეთ რას გეტყვით და მერე შეიძლება პროფილაქტიკური მკურნალობა დავნიშნო!
მშრალი ხველა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს: ალერგიამ, ბრონქო სპაზმმა, ყელის კატარმა და ა.შ. გთხოვთ კლინიკა უფრო დააზუსტოდ, რომ მკურნალობა შედეგიანი აღმოჩნდეს!
რეგისტრირებულია: ხუთშაბათი, 24 მარტი 2011 წ. 13:45
შეტყობინებები: 22
უკაცრავად ბავშვზე რომ მოგწერეთ სასქესო ორგანოზე თმის შესახებ ბავშვი 6თვის კი არ არის 6წლის არის გოგონა წელს სკოლაში შედის გთხოვთ მითხრათ არის თუ არა 6წლის ასაკში დასაშვები თმის ამოსვლა კვედა სასქესო ორგანოზე მადლობთ