საშარდე გზების და შარდის ბუშტის ანთება საერთოდ ინფექციის ბრალია ამიტომ სასურველია ჩაიტაროთ ფოტოთერაპიული მკურნალობა: აიღეთ 1 ს.კ. თირკმლის ჩაი + 1ს.კ. მინდვრის შვიტა + 1ს.კ. დათვის კენკრა + 1ს.კ. კრაზანა + 800 მილილიტრი მდუღარე გააჩერეთ 30 წუთი გადაწურეთ და მიითეთ 100 მილილიტრი 3 ჯერ დღეში 15 დღე! ასევე მიიღეთ 3 ჯერ დღეში 15 წვეთი პიტნის წვეთები ცოტა წყლით.
ხერხემლისათვის მიიღეთ ”საბელნიკი” 1 აბი 2 ჯერ დღეში ჭამის დაწყების დროს 1 თვე. ასევე გარეგანად მთელს ხერხემალზე წაისვით კალენდულის სპირტხსნარის და ქაფურის სპირტის ნაზავი პროპორცია 1, 1 ზე. 2 ჯერ დღეში.
რეგისტრირებულია: ხუთშაბათი, 24 მარტი 2011 წ. 13:45
შეტყობინებები: 22
გამარჯობათ! დედაზე რომ მოგწერეთ, ტუბ მენინგიტზე ფეხები უსივდებათქო. თკვენ დაუნიშნეთ ვენესცინი და საბელნიკი. ერთი კოლოფი უკვე დაცალა წამლები ორივე ბერულა ვერ ვიშოვე და ვანები ვერ გაუკეტე და ამ წამლების შემდეგ შედეგი ცოტაც არ არის და რას მირჩევთ, გავაგრძელო? თუ შევწყვიტო? საერთოდ არ დაუშვა ფეხებმა, ცოტა უფრო მოუმატა გასივებამ და ამბობს გულზე მომდისო და რას მირჩევთ?
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 09 მარტი 2011 წ. 15:28
შეტყობინებები: 18
რა იცით? 6წლის ასაკჰი კი არ დაემართა, რომ დაიბადა ნორმალურად გადიოდა, მაგრამ 1 წლის რომ გახდა და ფეხზე დაიწყო სიარული, მე როგორც მახსოვს, იკედან აქვს. ძალიან დიდი ხანია რომ აქვს ყაბზობა, წვნიანს კი ჭამს, ბაღში დადის და იქ ყოველდღე არის წვნიანი და კი ჭამს ბევრს, არ ჭამს ცოტას. ჭამს საერთოდ ყველაფერს, გარდა ტკბილეულისა. უფრო მეტი შოკოლადებს მიირთმევს. რაზეც არ შეუძლი თქვას უარი, ეს არის ტკბილეული. ძალიან უყვარს და კიდევაც ტკივა უკვე. კბილები გამოხრული აკვს და კბილები მოივალა. 5 წლის ასაკში რამდენად მიხებულია? და ძალიან გთხოვთ საკვები მაინც რა მივცე უფრო მეტად?
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 09 მარტი 2011 წ. 15:28
შეტყობინებები: 18
ახლობელი არის საბერძნეთში და მთხოვა გინოკოლოგთან მისვლა. იქ უთკვამს ექიმს - პატარა ზომის კისტა არისო. დენა ქონდა, ეხლა ცოტა აქვს დენა და თკვენ ხომ არ მირჩევდით რამეს? გინკოლოგმა მითხრა - ზუსტად ზომა მითხარითო, რა ზომის არისო კისტა და შჰეიძლება კლიმაკსურიც იყოსო. 39 წლის არის და თკვენ თუ მირჩევთ რამეს?
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 09 მარტი 2011 წ. 15:28
შეტყობინებები: 18
პატარებზე თუ შეიძლება საშარდე გზების ანთებაზე რომ გაქვთ მიწერილი მკურნალობა, თუ შეიძლება პატარებმაც რომ მიიღოს მაგ დანიშნულება? მიწერილი რომ გაქვთ პაციენტზე? 6 წლის ბავშვზე, ხშირად აქვს გოგოს წვა.
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 09 მარტი 2011 წ. 15:28
შეტყობინებები: 18
ძალიან ბევრ კითხვებს კი გისვამთ, მაგრამ ახლობლებიც მთხოვენ და უარს ვერ ვეუბნები.
ჩჰემს ახლობელს სახეზე ნიკაპზე ქვედა ტუჩის კვემოთ აქვს გამონაყარი პატარა ბუსუსები, წყლიანი ბუშტუკები. ექიმმა უთხრა ადრე დერმატიტი არისო. იმკურნალა და ეხლა ისევ გამოუვიდა. ხშირად აყრის მარტო იმ ადგილზე და აქვს წითელი ის ადგილი და მასზე წყლიანი ბუშტუკები და თუ შეგიძლიათ, რომ დაეხმაროთ და ურჩიოთ რამე? მადლობა
საერთოდ ფეხებზე დედათქვენს ვენური პრობლემები აქვს ამიტომ ეს დიდი ხნის მკურნალობას მოითხოვს, თან კომლექსურს აბაზანებით! გითხარით ბერულა არის ლესელიძეზე ”ფლორა და ფაუნაში”, რაც შეეხება ვენესცინს შეგიძლიათ ”დეტრალექსით” შეცვალოთ, მაგრამ აუცილებლად 3 თვე უნდა ასვათ! შედეგიანია, მაგრამ მკურნალობა არ უნდა გააჩეროთ - ”დეტრალექსი” 1 აბი 2 ჯერ დღეში ჭამის დროს! ა ბ ა ზ ა ნ ე ბ ი ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა!!!!!!!!!!!!!!! ”საბელნიკი” 1 თვე საკმარისია!
ბავშვისთვის ტკბილეული საჭიროა, მაგრამ ზომიერი რაოდენობის. ეცადეთ ტკბილეული ხილით, კომპოტებით, ჩირეულით შეუვსოთ! რაც შეეხება შოკოლადს, სახლში დაუმზადეთ ცხელი შოკოლადი და ის დაალევინეთ! სახლში გამოუცხეთ ”პეჩენიები” და ის მიეცით! რაც შეეხება საკვებს, კვებეთ შეძლების დაგვარად საღი საკვებით: მოხარშული ხბოს ხორცი, ნადუღი პიტნით, მინდვრის კიტრი, მინდვრის პომიდორი, თევზი ”კალმახი”- ცოცხალი, ”მანი ”ფაფა, სოფლის კვერცხი, ხილი ყველანაირი, კარტოფილი, გერკულესი, ზეთის ხილი, ცოტა წიწიბურა, ცოტა მაკარონი, ხაჭო, ცოტო რძე. (არავითარ შემთხვევაში შებოლილი ნაწარმი: ძეხვი, ”სოსისი”, ”ვიჩინა”, ღორის ხორცი.)